ელექტრომიოგრაფია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტრომიოგრაფია – (ელექტრო…, მიო… და …გრაფია), ჩონჩხის კუნთების ელექტრულ პოტენციალთა რეგისტრაცია. ელექტრომიოგრამის მისაღებად იყენებენ კათოდურ ოსცილოგრაფს. აგზნების დენები გამოჰყავთ ელექტროდებით, რომლებსაც ათავსებენ კანზე ან თვით კუნთში. კუნთში აგზნების დენები აღმოცენდება იმ ნერვული იმპულსების შედეგად, რომლებიც აქ მოაღწევენ ცენტრალური ნერვული სისტემიდან (ცნს). ამდენად ელექტრომიოგრამა ასახავს არა მარტო კუნთის მოქმედებას, არამედ ცნს – იდან წარმოგზავნილ იმ იმპულსებსაც, რომლებიც კუნთებს გადაეცემა და ამის შედეგად სხეულის მოძრაობას განაპირობებს. ფიზიოლოგიაში ელექტრომიოგრაფიას იყენებენ კუნთში აგზნების პროცესისა და სხვადასხვა კუნთის მოქმედების კოორდინაციის შესასწავლად, ხოლო ნევროლოგიურ კლინიკაში – კუნთის, ნერვებისა და ნერვული ცენტრების ფუნქციური მდგომარეობის გამოსაკვლევად, რაც ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკას. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა