ელექტროქირურგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტროქირურგია – ქირურგიული მკურნალობის მეთოდი – ქსოვილთა გაკვეთა ან დაშლა მაღალი სიხშირის ცვლადი დენით სპეციალური აპარატის საშუალებით. ქსოვილთა გაკვეთისათვის იყენებენ აქტიურ ელექტროდს, რომელსაც დანის, ნემსის, მარყუჟის, ფირფიტის ან სხვ. ფორმა აქვს (მეორე ელექტროდი კანზეა დამაგრებული. ელექტოქირურგია ამცირებს ქსოვილებიდან სისხლდენას, ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას ჩირქოვანი პროცესების დროს, სიმსივნური გაკვეთისას კი სპობს დანის ქვეშ მოხვედრილ სიმსივნურ უჯრედებს, რაც თავიდან გვაცილებს საოპერაციო ჭრილობაში მათი გავრცელების საშიშროებას. [“1”] ელექტროქირურგია – ქირურგიული მეთოდი, რომელიც ქსოვილების გასაკვეთად იყენებს მაღალი სიხშირის ცვლადი დენის სპეციალურ აპარატს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა