ენა – ხახის ნერვის ნევრალგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენა – ხახის ნერვის ნევრალგია – იშვიათი კლინიკური სინდრომი – ხანმოკლე, ინტენსიური ტკივილები პირის ღრუს სიღრმეში, ენის ძირში, ნუშურების მიდამოში. შეტევები პროვოცირდება ყლაპვის, ხველის, ღეჭვის, ლაპარაკის ან დამთქნარების დროს. შეტევა გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე და შესაძლოა თან ახლდეს ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაცემა, ზოგჯერ გულის წასვლაც. ხშირ შემთხვევებში მიზეზი გაურკვეველია; შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნის ზეწოლამ ნერვზე, ასევე ტონზილიტმა და პერიტონზილურმა აბსცესმა, ენა-ხახის ნერვის ნევრინომამ. მკურნალობა ტარდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებით. მედიკამენტოზური მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა