ენდოამიტოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდოამიტოზი – (endoamitosis ბერძნ.endon – შიგნით და იხ. ამი­ტოზი) უჯრედის ბირთვის (როგორც წესი, მაღალპოლიპლოიდურის) ამიტოზური გადაზონრვა წვრილ ბირთვებად, როცა გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნებულია ბირთვის გარსი. ეს მოვლენა ჯერ არასაკმაოდაა შესწავლილი. ტერმინს „ენდოამიტოზი“ ინკობი (1925) იყენებდა რიტმული ზრდის პროცესში უჯრედის ბირთვის სტრუქტუ­რათა შინაგანი გაორების აღსანიშნავად. პ.ს.რევუდსკაია (1962) ენდო­ამიტოზს უწოდებდა წვრილი „მეორადი“ ბირთვების ბირთვშიგა წარ­მოქმნას საწყისი ბირთვის ამიტოზური გადაზონვრის მოვლენათა შემთხვევაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა