ენდოკარდიუმი

ენდოკარდიუმი – (endocardium ბერძნ.endon – შიგნით და cardia – გული) გულის შიგა გარსი, რომელიც ამოფენს გულის კამერას, მის სარქველებს, დვრილებს, კუნთებსა და მყესოვან კონებს. შედგება ბაზა­ლურ მემბრანაზე განლაგებული ენდოთელიუმის ფენისაგან, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და მცირერიცხოვანი ვარსკვლავისებრი ფორ­მის გლუვი მიოციტებისაგან. იკვებება დიფუზურად გულის კამე­რაში არსებული სისხლის ხარჯზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) ენდოკარდი – გულის შიგნითა გარსი, რომელიც ამოფენს მის ღრუს. ენდოკარდის ნაოჭებიდან წარმოიქმნება გულის სარქვლები.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი