ენდოკრინული ჯირკვალი

ენდოკრინული ჯირკვალი – (glandula endocrina ბერძნ.endon – შიგნით) ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს მაღალაქტიურ ნივთიერებებს – ჰორმონებს. ჰორმონები სეკრეციული უჯრედებიდან უშუალოდ სისხლში გადადის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

(2) ენდოკრინული ჯირკვლები – შინაგანი სეკრეციის, ანუ ისეთი ჯირკვლები, რომლებიც გამომუშავებულ სეკრეტს გამოყოფენ უშუალოდ სისხლში ან ლიმფაში და არ გააჩნიათ სპეციალური გამომტანი სადინარები.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი