ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდომეტრიუმის ფუნქციური შრე – (stratum functionale endometrii) ენდომეტრიუმის ზედაპირული შრე, რომელშიც მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ღრმა ცვლილებები – გარდაქმნები მიმდინარეობს. შედგება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან სისხლძარღვების ჭარბი შემცველობით, მცირედდიფერენცირებული უჯრედებითა და მაკროფაგების დიდი რაოდენობით. შეიცავს მილაკოვან ჯირკვლებს. განაყოფიერების არ არსებობისას ეს შრე ჩამოიფცქვნება (ენდომეტრიუმის დესკვამაციის ფაზა). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა