ენდომიტოზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდომიტოზი – (endomitosis ბერძნ.endon – შიგნით და იხ.მიტოზი) მიტოზის სახესხვაობა, რომლის შემთხვევაში ხდება ქრომოსომების (დნმ – ის რაოდენობის) რიცხვის ბირთვშიგა ჯერადი მომატება. ენდო­მიტოზის დროს ბირთვშიგა პროცესები მიმდინარეობს ბირთვის გარსის მთლიანობის დაურღვევლად და აქრომატული (გაყოფის) აპარატის წარმოუქმნელად. ზოგ შემთხვევაში ბირთვების ენდომიტოზური ცვლი­ლებები ჰგავს მიტოზს, უფრო სწორად, მის ცალკეულ გამოვლინებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, გავარჩიოთ ენდომიტოზის შემდეგი ფაზები: 1. ენდოპროფაზა, რომლის დროს ბირთვის შიგნით წარმოიქმნება ქრო­მოსომები, მაგრამ ბირთვის გარსი შენარჩუნებულია და აქრომატული თითისტარა სრულებით არ არის; 2. ენდომეტაფაზა, რომლის განმავ­ლობაში ქრომოსომები მოკლდება და გრძივად იხლიჩება. ეს ხდება ბირთვის შიგნით შენარჩუნებული გარსის ქვეშ; 3. ენდოფაზა, რომელ­საც ახასიათებს ბირთვის შიგნით ქრომოსომების განცალკევება ანაფა­ზური ვარსკვლავების ტიპის ფიგურების წარმოუქმნელად; 4. ენდო­ტელოფაზა, რომლის განმავლობაში ენდომიტოზით გაყოფად ბირთვში ქრომოსომები, როგორც გამოცალკევებული მორფოლოგიური განაწევ­რები, ქრება. ამ დროს არ გაიყოფა ბირთვი და ციტოპლაზმა, ვინაიდან მიტოზური ანუ გაყოფის აპარატი არ არის. ენდომიტოზის შედეგად გაყოფად უჯრედებში ქრომოსომული ნაკრებების რაოდენობა მატუ­ლობს. ასეთი ბირთვი პოლიპლოიდური ხდება. ენდომიტოზი მიმდინა­რეობს იმ უჯრედებში, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ფუნქციო­ნირების უნარი მალული გაყოფის მთელი პროცესის მანძილზე. ენდომი­ტო­ზური პოლიპლოიდია განსაკუთრებით ხშირია სიმსივნურ უჯრე­დებში. ენდომიტოზი პირველად აღწერა ჰეიტლერმა (1941). მანვე შე­მოიღო ტერმინი „ენდომიტოზი“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა