ენდოპლაზმა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდოპლაზმა – (endoplasma ბერძნ.endon – შიგნით და იხ.პლაზმა) ციტოპლაზმის შიგნითა ნაწილი, რომელიც უშუალოდ ბირთვის მო­მიჯნავეა. ზედაპირული ნაწილის – ექტოპლაზმისაგან განსხვავებით, ის მდიდარია სტრუქტურული კომპონენტებით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ უჯრედშიგა მეტაბოლიზმში. ენდოპლაზმაში უმთავრე­სად შემდეგი ორგანოიდებია: ერგასტოპლაზმა და ენდოპლაზმური ბადე, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი და უჯრედის ცენტრი. ენდოპ­ლაზ­მის ცხოველმყოფელობასთან ძირითადად დაკავშირე­ბულია უჯრე­დის მიერ ვეგეტატიური ფუნქციების შესრულება. ენდოპლაზმა უშუა­ლოდ მონაწილეობს უჯრედის ზრდის, დიფერენცირე­ბისა და ფუნქციო­ნირების განმსაზღვრელი ბირთვისა და ციტოპლაზმის ურთიერთქ­მედების პროცესებში. ტერმინი შემოიღო ჰეკელმა (1873). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა