ენერგიდა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენერგიდა – (ბერძნ.energos – მოქმედი) ცოცხალი ნივთიერების ფუნქციური ერთეული, რომელიც წარმოდგენილია ბირთვულ – ციტოპ­ლაზმური უბნით. უკანასკნელში შედის ბირთვი მის გარშემო ციტოპ­ლაზმით, რომელიც ბირთვის ფიზიოლოგიური გავლენის სფე­როშია. თუ უჯრედი შეიცავს ერთ ბირთვს, მას ეწოდება მონოენერ­გიდული. მრავალბირთვიანი უჯრედები პოლიენერგიდულია. ტერმინს „ენერგიდა“, რომელიც საქსმა შემოიღო (1952), ამჟამად ციტოლოგიურ ლიტერატურაში ნაკლებად ხმარობენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა