ეოზინოფილია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეოზინოფილია – (eosinophilia ბერძნ.eos – აისი და philia – სიყვარული) უჯრედული სტრუქტურების უნარი, შეიღებოს მჟავე საღე­ბარით – ეოზინით – წითლად ან ვარდისფრად. იხ.სინ.ოქსიფილია, აციდოფილია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ეოზინოფილია – ეოზინოფილური ლეიკოციტების რიცხვის გაზრდა სისხლის მოცულობით ერთეულში. აღინიშნება ალერგიული დაავადებების, პარაზიტული ინვაზიების, ინფექციური დაავადებების გადატანის შემდგომ პერიოდში, ავთვისებიანი ახაწარმონაქმნების დროს ზოგიერთი წამლის მიღების ფონზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა