ეოზინოფილური პნევმონია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეოზინოფილური პნევმონია – ფილტვებში ეოზინოფილური ინფილტრატი (ლეფერის სინდრომი). დაავადება ხასიათდება ფილტვებში ინფილტრატების გაჩენით, რომელიც  რენტგენოგრამაზე ჩანს გარდამავალი ჩრდილების სახით, პარალელურად სისხლში ეოზინოფილების რიცხვის გაზრდით. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და ჩვეულებრივ მთავრდება ერთი თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ალვეოლებში ალერგიული რეაქციების შედეგად. მხოლოდ ზოგიერთ ავადმყოფში ვლინდება ალერგიული პროცესის მიზეზი: ასკარიდებისა და სხვა ჰელმინთების მატლების მიგრაცია, სხვადასხვა პრეპარატების მიღება. დაავადება შეიძლება გამომჟღავნდეს შემთხვევით რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, როდესაც ნახულობენ ინფილტრატებს ერთ ან ორივე ფილტვში. ხშირად თან სდევს უმნიშვნელო ხველა, ასევე შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, თივის ცხელება და სხვა ალერგიული გამოვლინებები (მაგალითად ანგიონევროზული შეშუპება). აღინიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება. დაზიანების უბანში აუსკულტაციით ისმის სველი ხიხინი, ხმიანობის მოყრუება აღინიშნება მხოლოდ ინფილტრატის მნიშვნელოვანი სიდიდის დროს. სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია, უმნიშვნელო შედარებითი ეოზინოფილიით (8%), იშვიათად ეოზინოფილების რიცხვი აღწევს 20 – 25% – ს. შესაძლო ალერგენის გამოვლენის მიზნით მიზანშეწონილია განავლის გამოკვლევა პარაზიტების არსებობაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა