ეპიდერმოდერმიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეპიდერმოდერმიტი – ანთებითი პროცესი, რომელიც მოიცავს ერთდროულად დერმასა და ეპიდერმისს. ხშირია სტრეპტოკოკური, რომელიც ლოკალიზდება კიდურების კანზე, ქალებში – ძუძუს დვრილებზე და სარძევე ჯირკვლების ქვეშ. დამახასიათებელია დაზიანების ცალმხრივობა, კერის მკვეთრი საზღვრები, ტიპიური სტრეპტოკოკური ფლიქტენები მის ზედაპირზე და კერის მახლობლად. ხშირად აღინიშნება ძლიერი ქავილი. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, ადგილობრივად ანტისეპტიკური საშუალებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა