ეპიდერმოლიზი ბულოზური

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეპიდერმოლიზი ბულოზური – (epidermolysis bullosa; ბერძ. epi – ზე, ზევით + derma კანი + lysis დაშლა, გახსნა; bulla წყლის ბუშტი; სინ.: თანდაყოლილი ბულოზური ეპიდერმოლიზი, თანდაყოლილი ბულოზური დერმატიტი) კანის იშვიათი მემკვიდრეობითი ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ბუშტუკების წარმოქმნით იმ ადგილებში, რომლებიც განსაკუთრებით ხშირად ექვემდებარება ხახუნს. განასხვავებენ ორ ფორმას: დისტროფიულსა და მარტივს. დისტროფიული ფორმის დროს ბუშტუკები განლაგებულია ეპიდერმისსა და დერმას შორის, ხოლო მარტივი ფორმის დროს – ეპიდერმისის მალპიგის შრეში; როგორც დისტროფიული, ასევე მარტივი ფორმა ვლინდება დაბადებისთანავე და გამოხატულ განვითარებას აღწევს, როცა ბავშვი იწყებს ცოცვას და სიარულს. სხვადასხვა ზომის ბუშტუები ჩნდებიან გარეგნულად შეუცვლელ კანზე, ძირითადად კიდურების გამშლელ ზედაპირებზე. ისინი სავსე არიან გამჭირვალე ან ჰემორაგიული შიგთავსით. რამდენიმე დღის შემდეგ ბუშტუკები იხსნება, წარმოიქმნება ეროზიები, ან შრებიან ქერქებად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა