ეპისპადია

ეპისპადია

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ეპისპადია – (ბერძ. epi… – ზე, ზევით, და spadon – ნაპრალი) შარდსასქესო სისტემის განვითარების მანკი: შარდსადენის წინა კედლის შუხორცებლობა. სასქესო ასოს თავის ეპისპადიის დროს აღინიშნება მხოლოდ შარდის გაშხეფება მოშარდვისას. უფრო რთული ფორმები მიმდინარეობენ შარდის ნაწილობრივი ან სრული შეუკავებლობით, ხოლო სასქესო ასოს მნიშვნელოვანი დეფორმაცია და დამოკლება – სქესობრივი აქტის ჩატარების შეუძლებლობით. მკურნალობა ოპერაციულია.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ეპისპადია – შარდსადენის განვითარების დეფექტია, რაც განპირობებულია მისი წინა კედლის სრული ან ნაწილობრივი შეუხორცებლობით. ეპისპადია შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ  თავს ან მთლიანად სასქესო ასოს,  სასქესო ასო მოკლეა, ბრტყელი, გადახრილია ზევით. ეპისპადია შესაძლებელია შერწყმული იყოს სხვა  პათოლოგიებთან, როგორიცაა შარდის ბუშტის ექტოპია, კრიპტორქიზმი, თიაქარი, ბოქვენის სიმფიზის ნაპრალი. ეპისპადიის დროს ბავშვებში  აღინიშნება შარდის შეუკავებლობა.

ეპისპადიის მკურნალობის მიზანია – შარდსადენისა და სასქესო ასოს  აღდგენა, ასევე შარდის შეუკავებლობის მიზეზის მოცილება. ოპერაცია უნდა ჩატარდეს 5-6 წლის ასაკში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები