ერბ – გენსელნის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერბ – გენსელნის სინდრომი – თანდაყოლილი ჰემოლიზური სიყვითლე, დამახასიათებელი სიმპტომებია: ანემია, სიყვითლე, სპლენომეგალია. განავალი მუქია და შეიცავს სტერკობილინის დიდ რაოდენობას, შარდში ბევრია ურობილინოგენი და ურობილინი. ხშირად თან ერთვის განვითარების ანომალიები: კოშკისებრი თავის ქალა, ინფანტილიზმი, ბრაქიდაქტილია, გოთური სასა. პერიფერიულ სისხლში ადგილი აქვს გამოხატულ რეტიკულოციტოზს (40% – მდე), ზომიერ ლეიკოციტოზს, მიკროსფერულ ერითროციტებს, რომლებიც შეიცავს ჟოლის სხეულაკებს. ძვლის ტვინში გაძლიერებული ერითრობლასტიზი, რეტიკულურ უჯრედთა სიმრავლე. პროგნოზი კარგი. სინონიმები: გენსელის სინდრომი, შოფარი – მინკოვსკი – გენსელნის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა