ერგასტოპლაზმა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემ­ბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპ­ლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპი­რობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზ­მაში. ტერმინი „ერგასტოპლაზმა“ შემოიღო (1894) გარნიემ მომატე­ბული მეტაბოლური აქტივობის უჯრედების ბაზოფილური ციტოპ­ლაზმის აღსანიშნავად. უკანასკნელ წლებში ელექტრონული მიკროს­კოპიის მიღწევებთან დაკავშირებით, ამ ტერმინმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა და ახლა იხმარება გრანულური ენდოპლაზმური ბადის ულტრა­სტრუქტურული კომპონენტების აღსანიშნავად. ი.ბ.ტოკინმა (1959) შემოიღო ტერმინ „ერგასტოპლაზმას“ სინონიმები – „პორტერ – პალადეს კომპლექსი“ ან „ერგასტოპლაზმური კომპლექსი“. „ჰისტოლოგიური ნო­მენკლატურის“ (ვ.გ.ელისეევის რედაქციით, 1965) პროექტის მიხედ­ვით, ტერმინ „ერგასტოპლაზმის“ ნაცვლად ხმარობენ ამ ორგანოიდის ახალ აღნიშვნას – „პარავეზიკულური ფორმაცია“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა