ერითროპლაკია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერითროპლაკია – (საშვილოსნოს ყელის) (erythroplakia; ბერძ. erythros წითელი +plax სიბრტყე, ზედაპირი) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რომელიც ვლინდება ეპითელის ზედაპირული შრის ატროფიით; ვითარდება საშვილოსნოს ყელის საშოსეულ ნაწილზე. წარმოადგენს ერთეულ, იშვიათად მრავლობით, მცირე ზომის, წითელი ან ბორდო ფერის, არასწორი ან მრგვალი ფორმის კერებს, რომლებიც მცირედ ამოწეულია ზედაპირიდან; ერითროპლაკიას ხშირად თან ახლავს კოლპიტი და ცერვიციტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა