ერითროპოეზის სტიმულატორები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერითროპოეზის სტიმულატორები – (ბერძ. erythros – წითელი და poiesis – გამომუშავება) სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოყენებიან ანემიების დროს. ჰიპოქრომული ანემიების დროს გამოიყენება რკინის პრეპარატები – რკინის სულფატი, ფერამიდი, ფეროპლექსი, ფერუმ ლეკი, ფერკოვენი და სხვ. ჰიპერქრომული ანემიების დროს რკინის შემცველობა ერითროციტებში მომატებულია, ხოლო ერითროციტების საერთო რაოდენობა – შემცირებული. ვიტამინ B12 დეფიციტი იწვევს პერნიციოზურ ჰიპერქრომულ ანემიას, რის გამოც ასეთ დროს კუნთებში შეჰყავთ ვიტამინ B12. ხოლო ვიტამინ Bc – ს დეფიციტი განაპირობებს ჰიპერქრომული ანემიის სხვა სახეს – ფოლიუმდეფიციტურ ანემიას, რომლის სამკურნალოდაც იყენებენ ფოლიუმის მჟავას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა