ერლიხ – ბირმირის ანემია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერლიხ – ბირმირის ანემია – B12 (ციანკობოლამინ) დეფიციტური ანემია, რაც შეიძლება იყოს როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური ხასიათის. ადგილი აქვს ერითროპოეზის დარღვევას. კლინიკური გამოვლინება: სიფერმკრთალე სუბ – იქტერული ელფერით, თმების და ფრჩხელების მტვრევადობა, უმადობა, შესაძლოა ჰუნტერის გლოსიტი (იხ.), კუჭის ჰიპო – ანაციდური მდგომარეობა, ფუნიკულური მიელოზის მოვლენები; სისხლში ჰიპერქრომული ანემია, მეგალობლასტოზი, მეგალო – ანიზო – პოიკილოციტოზი, რეტიკულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერქოლესტერინემია. სინონიმები: ადისონ – ბირმერის ანემია, დაავადება ან სინდრომი, ბირმერის ანემია, ჰუნტერ – ადისონის ანემია, პერნიციოზული ანემია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა