ეჭვიანობა პათოლოგიური (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეჭვიანობა პათოლოგიური (ფსიქოლოგია) – (ბერძ. patos – დაავადება, logos – სწავლება) ზნეობრივ – ეთიკური და იპოქონდრიული შინაარსის მძიმე, მშფოთვარე განცდები (იხ. იპოქონდრია), რომელიც მოკლებულია საფუძვლიანობას და არ შეესაბამება შესაძლო უსიამოვნებას და უბედურებას. მაგალითად, მცირეოდენი უსიამოვნებები კუჭში ან გულის გაძლიერებული ცემა ასეთ ეჭვიან სუბიექტში იწვევს შიშისა და მშფოთვარე ფიქრებს შესაძლო ინფარქტზე, ინსულტზე და ა. შ. პათოლოგიური ეჭვიანობა ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ფსიქოსთენიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა