გარდნერელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვაგინოზი ბაქტერიული (გარდნერელოზი) – გინეკოლოგიური დაავადება; ხასიათდება სასქესო ორგანოებიდან პათოლოგიური გამონადენით, ანთებითი ნიშნების, ასევე საშოს სეკრეტში ლეიკოციტებისა და პათოგენური გამომწვევების არსებობის გარეშე.

ხშირად განიხილავენ როგორც საშოს დისბაქტერიოზს (თან ერთვის ნაწლავის დისბაქტერიოზს), რაც განპირობებულია ორგანიზმში ჰორმონული, იმუნური ძვრებით, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებით და სხვ.