ვაინგარტენის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვაინგარტენის სინდრომი – დაავადება, რომელიც ვლინდება ჰიპერეოზინოფილიით, სპასტიკური ბრონქიტითა და კეროვანი ინფილტრაციული ცვლილებებით ფილტვებში; განპირობებულია ორგანიზმში პარაზიტების – ფილარიების მოხვედრით. დაავადება ვითარდება თანდათანობით: აღინიშნება ზოგადი სისუსტე, დილაობით და საღამოობით ხველა, რამაც შესაძლოა მიიღოს ბრონქული ასთმისათვის დამახასიათებელი შეტევითი ხასიათი. ხველა ხშირად მშრალია, ზოგჯერ მცირედი ნახველით. ვითარდება ცხელება, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის, ან თვის მანძილზე; აღინიშნება აგრეთვე კუჭ – ნაწლავის დარღვევები; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, მადის დაქვეითებას. მუდმივი ნიშანია პერიფერიულ სისხლში მაღალი ეოზინოფილია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა