ვაკუოლი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვაკუოლი – (vacuola ლათ.vacuus  –  ცარიელი)  უჯრედის ციტოპლა­ზმაში სფერული ღრუ, რომელიც შემოსაზღვრულია ციტოპლაზ­მური მემბრანით და ამოვსებულია ჰომოგენური თხიერი შიგთავსით (უჯრედის სითხით). ვაკუოლების ზომა და მათი შიგთავსის ქიმიური შედგენილობა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით ვაკუოლები ან ციტოპლაზმური მემბრანის ნაო­ჭებია ციტოპლაზმის სიღ­რმეში (პინოციტოზური ბუშტუკები), ან გოლ­ჯის კომპლექსის გადიდე­ბული ბუშტუკები, ან ბუშტუკები თხიერი შიგთავსით, რომლებიც ბიოსინთეზის პროცესში ენდოპლაზმურ ბადეში წარმოიქმნება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  მცენარეული და ცხოველური უჯრედების მცირე ზომის სფერული წარმონაქმნები. შეიცავენ ფერმენტებს, სხვადასხვა ცვლის პროდუქტებს, ასრულებენ გამომყოფ, მომნელებელ და სხვა ფუნქციებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა