ვარდი ეთერზეთოვანი

ვარდი ეთერზეთოვანი – მცენარეთა ჯგუფი ვარდისებრთა ოჯახისა. გავრცელებული სახეობებია: დამასკური Rosa damascena, ფრანგული – Rosa gallica და ასფურცელა – Rosa centifolia. მრავალწლოვანი ეთერზეთოვანი ვარდის ბუჩქის სიმაღლე 1,5 მ – ზე მეტია. ღერო ეკლიანია, ფოთოლი რთული, კენტფრთისებრი, 5 – 7 ფოთოლაკიანი. ყვავილი ბუთხუზაა, ვარდისფერი თეთრი ან წითელი, შეკრებილია ქოლგისებრ ყვავილედად. სამშობლოდ ირანს მიიჩნევენ. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სსრკ – ში კულტივირებულია სელექციური ჯიში – ყირიმის წითელი ვარდი, რომელიც მოჰყავთ ყირიმში, მოლდავეთში, კრასნოდარის მხარეში, სომხეთში. საქართველოში (თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, აბაშა, ცხაკაია და სხვ.) უჭირავს 400 – მდე ჰა(1975). ყვავილისაგან ღებულობენ ეთეროვან ზეთს (სსრკ – ში ყოველწლიურად დაახლოებით 7 ტ – ს), რომელსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. ე. ჩიქვანაია. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian