ველების თეორია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ველების თეორია – იგი შეიქმნა ემბრიონული ველების სა­ფუძველზე ჩანასახების ნაწილების ინტეგრაციის შესახებ. ჩაილდისა და შპემანის აზრით, ველები ჩანასახის ნაწილებია, რომლებიც არკვევენ (აორგანიზებენ) სხვა უბნების განვითარებას. ვეისის მიერ შემუშავებული ველის თეორია იხილავს ველს, როგორც გარკვეული მიმართულების მქონე ვექტორთა ე.ი.ძალების სისტემას. ა.გ.გურვიჩი ორგანიზმის მთლია­ნობას ხსნის ბიოლოგიური ველების თეორიით (ბ.პ.ტოკინი, 1966). ნ.კ.კოლ­ცოვის (1934) ველის თეორია კი დაფუძნებულია ორგანიზმის ინტეგრაციის ფიზიკურ – ქიმიურ განხილვაზე: „კვერცხის, როგორც ერთიანი მთლიანის, განვითარება, მიუხედავად მისი დაყოფისა ცალკეულ ბლასტომერებად, ჩანასახოვან ფურცლებად და ორგანოთა ნერგებად იმით არის უზრუნველყოფილი, რომ მისი ძალების ველი ერთიანი რჩება, თანდათან რთულდება და დიფერენცირდება განვითარების მიმდი­ნარეობისას. იცვლება მხოლოდ პოტენციალები ამ ერთიანი ძალის ველის პოლუსებზე, ამასთან, პოლუსების რიცხვი დიფერენცირებასთან დაკავშირებით იზრდება. ძალების ველის პოლუსებზე პოტენციალები შესაძლებელია იყოს ელექტრული, გრავიტაციული, მექანიკური, კაპი­ლარულ – აქტიური, ქიმიური“ (ნ.კ.კოლცოვი, 1936). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..