ველოერგომეტრია

ველოერგომეტრია – გულ – სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდი დოზირებული ფიზიკური დატვირთვის გამოყენებით; გამოიყენება ლატენტური კორონარული უკმარისობის გამოსავლენად, ფარმაკოთერაპიის ადეკვატურობის კონტროლისათვის.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.