მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვულვოვაგინიტი – საშოსა და გარეთა სასქესო ორგანოების ანთება. აღინიშნება ძირითადად ბავშვთა ასაკში. გამომწვევია ნაწლავის ჩხირის ფლორა, ჰელმინთოზი (მახვილები). განმაპირობებელი ფაქტორებია: ექსუდაციური დიათეზი; ქრონიკული ტონზილოგენური ინტოქსიკაციით გამოწვეული ცვლილებები ორგანიზმში, პირადი ჰიგიენის დაუცველობა; მექანიკური ფაქტორები (საშოში უცხო სხეულის შეტანა). სიმპტომები, მიმდინარეობა. ქავილი და უხვი თეთრად შლა; ვულვა შეშუპებული და ჰიპერემიულია, საშოს ლორწოვანი ასევე ჰიპერემიულია წერტილოვანი ჰემორაგიებით. აღინიშნება უხვი ჩირქოვანი, ზოგჯერ სისხლნარევი გამონადენი.2. (გინეკ.) გარეთა სასქესო ორგანოების და საშოს ანთება. ძირითადად ვლინდება ბავშვთა ასაკში, გაცილებით იშვიათად – მოზრდილებში. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენის წესების დაუცველობა, მუდმივი ტრავმატიზაცია, ქრონიკული ტონზილიტები, ექსუდაციური დიათეზი. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე სტადიაში ქავილი, წვა და უხვი გამონადენი. ქრონიკულ სტადიაში ანთებითი მოვლენები მცირდება. გასინჯვით აღინიშნება ვულვის და საშოს ლორწოვანი გარსის (გოგონებში დგინდება ვაგინოსკოპიის მეშვეობით) შეშუპება და ჰიპერემია, სეროზულ – ჩირქოვანი ან ჩირქოვან – ჰემორაგიული გამონადენი (განსაკუთრებით უცხო სხეულების არსებობის ფონზე).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Comments are closed.

nostalgia

vaka