თავისუფალი რადიკალები

თავისუფალი რადიკალები – ატომები, ან ქიმიურად შეკავშირებული ატომთა ჯგუფები, რომელთაც გააჩნიათ თავისუფალი ვალენტობა, განსაზღვრავენ მაღალ ქიმიურ რეაქციულ უნარს; თავისუფალი რადიკალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში. მაგალითად, დაბერების პროცესი მიმდინარეობს ქსოვილებში ანომალური რაოდენობის თავისუფალი რადიკალების კუმულაციით

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი