თიაქრის პარკის ფლეგმონა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თიაქრის პარკის ფლეგმონა – წარმოიქმნება ნაწლავის ნეკროზის შედეგად ჩაჭედლ თიაქარში და ანთებითი პროცესის შემდგომი გავრცელებით თიაქრის პარკიდან მუცლის კედლის ქსოვილებზე. დიაგნოზი ჩაჭედვის ხანგრძლივი ვადებისას (3 – 5 დღეზე მეტი) და თიაქრის პარკის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ტიპიური ანთებითი ცლილებების დროს რთული არ არის. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ვლინდება სითხის მრავლობითი დონეები. მკურნალობა ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..