თიაქრის ცრუ ჩაჭედვა – მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებების დროს, ექსუდატმა, ხვდება რა თიაქრის პარკში, შესაძლებელია გამოიწვიოს მასში ანთებითი ცვილებები. ჩვეულებრივ პერიტონიტის გამო ჩატარებული ოპერაციიდან 5 – 7 დღის შემდეგ, რომელიც გამოწვეულია ჭიანაწლავის, ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი დაავადებებით, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციით, როდესაც ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, იგი უჩივის მტკივნეულ გამობერვას თიაქრის კარის არეში.
♦♦ თიაქრის ბანდაჟები ,,ამაზონზე” hernia support
>>>
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ორთოპედიული საქონელი >>
ადგილობრივად – აღინიშნება ჩაჭედვის ტიპიური სურათი – მტკივნეული გამკვრივება, ხველის ბიძგი უარყოფითია. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით ნაწლავის გაუვალობის ნიშნები არ ვლინდება. მკურნალობა ოპერაციულია.
გაფრთხილება! 1. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი 2. თიაქარი