ვან – დერ – ჰუვეს სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვან – დერ – ჰუვეს სინდრომი – (J. Van der Hoeve, ჰოლანდიელი ოფთალმოლოგი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სკლერების ცისფერი შეფერვით, სიყრუითა და ძვლების პათოლოგიური მტვრევადობით. დაავადებას საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრულად განპირობებული დაზიანება: კოლაგენური და ელასტიკური ბოჭკოების ცვლილებები. განსაკუთრებით ხშირი კლინიკური სიმპტომია სკლერების მორუხო შეფერვა, რომელიც ვლინდება ბავშვის დაბადებისთანავე. 6 თვის ასაკში ბავშვების ნაწილში ეს სიმპტომი ქრება, ზოგიერთებში კი რჩება; ამასთან ხშირად აღინიშნება კერატოგლობუსი, რქოვანას შემღვრევა და გათხელება, ბროლის ექტოპია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა