ვესტიბულური ნევრიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვესტიბულური ნევრიტი – სმენის ნერვის (კოქლეოვესტიბულური) ვესტიბულური ნაწილის მწვავე დაზიანება. შესაძლოა განვითარდეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ვლინდება ძლიერი თავბრუსხვევით, ნისტაგმით, ვესტიბულური ატაქსიით, განმეორებადი ღებინებით. მკურნალობა: პირველ დღეებში იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ ვესტიბულური აპარატის აგზნებადობას, გამოიყენება ღებინების საწინააღმდეგო და სედატიური საშუალებები შემდგომში მკურნალობის საფუძველია – ვესტიბულური ვარჯიში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა