ვირილიზმი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვირილიზმი – (ლათ. virilis – მამაკაცის მამაკაცისათვის შესაფერისი), მასკულინიზაცია (ლათ. masculinus – მამაკაცის, მამრობითი სქესის), ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნების გაჩენა. ვირილიზმის დროს აღინიშნება ხმის გაბოხება, ტანზე თმის ამოსვლა, წვერ – ულვაშის ზრდა, გარეთა სასქესო ორგანოების გადიდება, შიგა სასქესო ორგანოების განუვითარებლობა (მოზრდილებში ატროფია), მენსტრუაციის უქონლობა ან დაწყებისთანავე შეწყვეტა; ქალის მუსკულატურა და ჩონჩხი მამაკაცისას ემსგავსება. ვირილიზმი ვითარდება ენდოკრინული სისტემის, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლების ქერქისა და ჰიპოფიზის წინა წილის ორგანული ან ფუნქციური ცვლილებების დროს, აგრეთვე თავის ტვინის სიმსივნის, ნამდვილი ან ცრუ ჰერმაფროდიტიზმის, ორსულობის შემთხვევებში, კლიმაქსის პერიოდში და სხვ. მკურნალობა – დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზის ლიკვიდაცია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian