ვულვიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვულვიტი – (გინეკ.) გარეთა სასქესო ორგნოების და საშოს შესავლის ანთება. პირველადი ვულვიტი იშვიათად ვითარდება და აღინიშნება სასქესო ორგანოების არაჰიგიენური მოვლის და მათი ტრამვების დროს. მეორადი ვულვიტი აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის, შარდსასქესო და ნაწლავსასქესო ფისტულების დროს, ენდოცერვიტის და კოლპიტის დროს, საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან პათოლოგიური გამონადენის შედეგად გარეთა სასქესო ორგანოების გაღიზიანების გამო. სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებს შესაძლოა ჰქონდეთ არასპეციფიური და სპეციფიური (ტუბერკულოზი, გონორეა) ეტიოლოგია. უნდა აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკების ერაში ე.წ. პირობითპათოგენური მიკროფლორა გახდა სხვადასხვა მძიმე სეფსისური დაავადების გამომწვევი ( მაგ. პროტეების ჯგუფი, ნაწლავის ეშერიხია და სხვ.) ზოგჯერ ანთებითი დაავადება ვითარდება მეზობელი ორგანოებიდან ინფექციის გავრცელების შედეგად (აპენდიციტი, ტიფლიტი). თუმცა, როგორც წესი, ანთებითი დაავადებები ვითარდებიან საშვილოსნოს ქსოვილების მთლიანობის დარღვევის დროს (აბორტების და მშობიარობების შემდეგ). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პერიოდში აღინიშნება ქავილი, წვა, უხვი გამონადენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეების შეშუპება და შეწითლება, მტკივნეულობა მოშარდვის შემდეგ (ანთებითი ქსოვილების შარდით გაღიზიანება). დიაგნოზი ისმევა ავადმყოფის ჩივილების, გასინჯვით და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით, ვულვის მხრიდან ცვლილებების აღმოჩენის საფუძველზე (აუცილებელია დიაბეტის გამორიცხვა). მკურნალობა. აუცილებელია ვულვიტის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა. მწვავე პერიოდში რეკომენდირებულია გარეთა სასქესო ორგანოების მობანვა კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, გვირილის ნაყენით ან ბორის მჟავის ხსნარით, თბილი მჯდომარე აბაზანები კალიუმის პერმანგანატით ან გვირილის ნაყენით, ულტრაიისფერი სხივებით გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოს დასხივება. ვულვიტი  –  გარეთა სასქესო ორგანოების ანთება; ხშირად შერწყმულია ვაგინიტთან. წარმოიქმნება მექანიკური, ქიმიური ზემოქმედებებით, ინფექციის განვითარების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი და ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, მწვავე სტადიაში გარეგანი დათვალიერებისას  –  ვულვის ქსოვილების ჰიპერემია და შეშუპება სეროზულ – ჩირქოვანი გამონადენით, შესაძლებელია დაწყლულება და ნადებების წარმოქმნა.

გაფრთხილება!

ბმულები:  1.დიეტები 2.ორსულობა და მშობიარობა