ზუდეკის დაავადება ანუ სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზუდეკის დაავადება ანუ სინდრომი – ხელის მტევნების და ტერფების ძვლების მწვავე ატროფია. ახასიათებს დეკალცინაცია. ჩვეულებრივ ვითარდება ტრავმის ან სიდამწვრის შემდეგ. აღინიშნება დაზიანებული სახსრის მოძრაობის შეზღუდვა, შეშუპება, კანის ლოკალური ციანოზი და ტემპერატურის მომატება. დაავადებას უკავშირებენ ლოკალურ სისხლძარღვოვან მოტორულ რეფლექსურ პასუხს ტრავმაზე. სინონიმები: ზუდეკის მწვავე ძვლოვანი ატროფია, ზუდეკ – კინბოკის დაავადება, ზუდეკ – ლერიშის სინდრომი, ლერიშ – ზუდეკის სინდრომი, ლერიშის დაავადება, კინბოკ – მაიზელის დაავადება. [“3”]  – კიდურის ძვლებში და რბილ ქსოვილებში მწვავედ განვითარებული ნეიროცირკულარული ხასიათის ცვლილებები. დამახასიათებელია ძლიერი ტკივილები, შეშუპება და ფუნქციის დარღვევა, ძირითადად მტევნებისა და ტერფების. მოგვიანებით თან ერთვის ტროფიკული ცვლილებები.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა