თვალის ნერვულ ბოჭკოთა შრე

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვალის ნერვულ ბოჭკოთა შრე – (თვალის დაავ.) ორბიტის კედლების ძვლისსაზრდელას ანთება. ეტიოლოგია. ტუბერკულოზი, სიფილისი, ტრამვები, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება. სიმპტომები. ხშირად ზიანდება ორბიტის კიდეები, ტუბერკულოზის დროს – ქვედა გარეთა, სიფილისის დროს – ზედა. ვლინდება კანის ჰიპერემია, შეშუპება, პალპაციით მტკივნეულობა. აბსცესის წარმოქმნის შემთხვევაში – ფლუქტუაცია, ფისტულა, რომელთა სიღრმეშიც განლაგებულია ძვლოვანი სეკვესტრები. ორბიტის სიღრმეში კედლების პერიოსტიტს თან სდევს მიმდებარე ქსოვილების ანთებითი შეშუპება, ტკივილები, ეგზოფთალმი, კონიუნქტივის ქემოზი (შეშუპება), თვალის გადახრა. ზოგჯერ აღინიშნება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ორბიტის ძვლების ცვლილებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა