თრომბიდიაზი

თრომბიდიაზი – (trombidiasis; სინ.: თრომბიდიოზი, შემოდგომის ერითემა, კრიჟოვნიკოვის დაავადება) კანის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტკიპებით. დაავადება ვლინდება ივლის – სექტემბერში მინდვრად და ტყეში მომუშავეებში. თრომბიდიაზის დროს სხეულის იმ ადგილებზე, სადაც ლარვები მიეწებენ წარმოიქმნება ქავილი, ერითემატოზული ლაქა, ბებერები, პაპულები; ზოგჯერ აღინიშნება ცხელება.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!