თრომბოენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თრომბოენდოკარდიტი – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება თრომბების წარმოქმნით გულის ღრუებში, მის სარქველებზე და მიმდებარე ენდოკარდზე, რაც განპირობებულია მისი მთლიანობის დარღვევით უმთავრესად ანთების დროს. შესაძლებელია იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. ვლინდება ძირითადად თრომბოემბოლიებით, ტვინის, თირკმელების, ელენთისა და სხვ. ინფარქტის განვითარებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა