თრომბოზები და ემბოლიები

თრომბოზები და ემბოლიები (ქირურგ.) თრომბოზები უხშირესად ვითარდებიან ვენებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

თრომბოზის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადებები, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებებამდე და სისხლის ფიზიკურ – ქიმიური თვისებების გადახრამდე.
თრომბოზის განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის ნაკადის შენელება და შემადედებელი სისტემის ცვლილებები.

ემბოლიები

თრომბის მოწყვეტილ უბნებს ეწოდება ემბოლები. მათ შესაძლოა დაახშონ სანათური, ამ დროს საუბრობენ ემბოლიაზე.
უხშირესად ვენური თრომბი ახშობს ფილტვის არტერიებს. გარდა ამისა, ემბოლიები შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვში ჰაერის ან ცხიმის ნაწილაკების მოხვედრამაც.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პერიფერიული არტერიების ემბოლიების სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია ემბოლის ზომაზე და ლოკალიზაციაზე. ვითარდება მკვეთრი ტკივილები, კიდურების გაციება, კანის სიფერმკრთალე.
ფილტვის არტერიების ემბოლიების დროს – გულმკერდში ძლიერი ტკივილი, გამოხატული ქოშინი, ციანოზი, ვითარდება სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ქრება პულსი, ავადმყოფი კარგავს გონებას და დგება სიკვდილი.

მკურნალობა

რადიკალურ ოპერაციას წარმოადგენს ემბოლექტომია, რომელიც კეთდება სიხლძარღვთა განყოფილებაში. 

თრომბოზები და ემბოლიებილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔎 თრომბოზის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადებები, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებებამდე და სისხლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გადახრამდე
🩸 თრომბოზის განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის ნაკადის შენელება და შემადედებელი სისტემის ცვლილებები

⭕️ თრომბის მოწყვეტილ უბნებს ეწოდება ემბოლები, რომელთაც შესაძლოა დაახშონ სანათური, ამ დროს საუბრობენ ემბოლიაზე
🫁 უხშირესად ვენური თრომბი ახშობს ფილტვის არტერიებს
💨 გარდა ამისა, ემბოლიები შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვში ჰაერის ან ცხიმის ნაწილაკების მოხვედრამაც
📌 ფილტვის არტერიების ემბოლიების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
➡️ ძლიერი ტკივილი გულმკერდში;
➡️ გამოხატული ქოშინი;
➡️ ციანოზი;
➡️ სისხლის მიმოქცევის დარღვევები;
➡️ პულსის გაქრობა;
➡️ გონების დაკარგვა
👉 გაიგეთ მეტი ქ-ნ ლალი დათეშიძისა და ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Ayb3rx 
#თრომბი #თრომბოზი #ემბოლია #ღრმავენებისთრომბოზი #რაარისთრომბოზი #რაარისემბოლია #გულმკერდისძლიერიტკივილი #გამოხატულიქოშინი #ციანოზი #სისხლისმიმოქცევისდარღვევა #პულსისგაქრობა #გონებისდაკარგვა #სისხლძარღვისდაზიანება #თრომბოზებისმკურნალობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი