თრომბოფლებიტი

თრომბოფლებიტი – (ქირურგ.) ვენის ანთება, რომელსაც ძალიან მალე თან ერთვის თრომბოზი. ვითარდება სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების დროს, ამა თუ იმ, ხანგრძლივად მოქმედი, არასასურველი მომენტებით განპირობებული, სისხლის დინების შენელებისას (სისხლის დაავადება მისი შედედების უნარის გაზრდით, სისხლძარღვის კედლის დაზიანება). სიმპტომები, მიმდინარეობა. ყრუ, ჭიმვადი ტკივილები დაზიანებულ კიდურში. გასინჯვით: კიდურის შეშუპება, ანთებადი კანქვეშა ვენების გაყოლებაზე წითელი ზოლები, პალპაციით ისინი მკვრივია და მტკივნეული. მკურნალობა. საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია. უკანაკნელ პერიოდში თრომბოფლებიტის ქირურგიული მკუნალობის ჩვენებები, კანქვეშა ვენის ამოკვეთით, გაფართოებულია. ოპერაციის შემდეგ 3 – 4 თვის განმავლობაში აუცილებელია ელასტიკური ბინტის ნახვევის ტარება.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი