იდიოგრამა

იდიოგრამა – (idiogramma ბერძნ.idios – თავისებური და gramma – ჩანაწერი) კარიოტიპის გამოსახულება დიაგრამის სახით, რომე­ლიც აგებულია ქრომოსომების სტრუქტურის გაზომვისა და შესწავლის საფუძველზე. ამ დროს ქრომოსომები ინომრება და კლასიფი­ცირდება ჯგუფების მიხედვით მათი მორფოლოგიის თავისებურებებისა და ზომების გათვალისწინებით. ადამიანის უჯრედების ჰაპლოიდური ნაკ­რების იდიოგრამა შედგება 22 დანომრილი ქრომოსომისაგან – აუტოსო­მისაგან , რომლებიც გაერთიანებული არიან 7 ჯგუფად და ერთი სასქესო ქრომოსომისაგან. იხ.სინ.კარიოგრამა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – ორგანიზმის ქრომოსომთა ჰაპლოიდური კომპლექტის სქემატურად გამოსახვა, რომელთაც განალაგებენ მათი ზომების შესაბამისად.(2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.