ილზის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ილზის დაავადება – (Н. Eales, ინგლ. ოფთალმოლოგი; სინ.: რეტინული ვასკულიტი, ბადურის პერიფლებიტი, პროლიფერაციული რეტინიტი) თვალების უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ბადურის სისხლძარღვების ანთებით, ხშირად ვენურის, ბადურაში და მინისებრ სხეულში მორეციდივე სისლხლჩაქცევებით, შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნით ბადურის შიგა ზედაპირზე და მინისებრ სხეულში; ხშირად რთულდება ბადურის აშრევებით, მეორადი გლაუკომით, კატარაქტით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა