თავის ტვინი

თავის ტვინი – ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის უმაღლესი განყოფილება, რომელიც მოთავსებულია ქალას ღრუში; წარმოადგენს უმაღლესი ნერვული მოქმედების მატერიალურ სუბსტრატს. ენდოკრინულ სისტემასთან ერთად არეგულირებს ორგანიზმის მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს. შედგება დიდი ჰემისფეროებისაგან, შუამდებარე, შუა, უკანა და მოგრძო ტვინისაგან. შუამდებარე ტვინსა და ზურგის ტვინს შორის არსებული ნაწილები ქმნიან ტვინის ღეროს. მამაკაცებში თავის ტვინის წონა შეადგენს 1375 გ, ხოლო ქალებში 1275 გ.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი