თავის ტვინის პარკუჭები

თავის ტვინის პარკუჭები – (ventriculi cerebri) თავის ტვინში მდებარე ღრუები, რომლებიც ამოფენილია ეპენდიმით და ავსებულია ცერებროსპინური სითხით. მათი ფუნქციონალური მნიშვნელობა განისაზღვრება იმით, რომ ისინი წარმოადგენენ ცერებროსპინური სითხის წარმოქმნის ადგილსა და სათავსს, ასევე ლიკვორგამტარი გზების ნაწილს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი