ინტერნეტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტერნეტი – (ინტ.) Internet მსოფლიო საკომუნიკაციო ღია ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს დაშორებულ ადგილებში განთავსებული ინფორმაციით სარგებლობას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას კომპიუტერებს შორის. ქსელთა ორგანიზაციის ფედერალური საბჭოს (Federal Networking Council USA) 24 – 10 – 1995წ დათარიღებულ დოკუმენტში მოცემულია ინტერნეტის შემდეგი ოფიციალური განმარტება: „ინტერნეტი გლობალური საინფორმაციო სისტემაა, რომლის ნაწილები ლოგიკურად ურთიერდაკავშირებული არიან IP – პროტოკოლებსა ან მათ მომდევნო გაფართოებებზე დაფუძნებული, უნიკალური სამისამართო სივრცის საშუალებით, რომელსაც აქვს კავშირის დამყარების უნარი, TCP/IP – პროტოკოლების, მათი მომდევნო გაფართოებების ან სხვა IP – შეთავსებადი პროტო კოლების საშუალებით და რომელიც უზრუნველყოფს, გამოიყენებს ან მიღწევადს ჰქმნის საჯარო ან კერძო ტიპის მაღალი დონის საკომუნიკაციო სერვისს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook