ინტერფერენციული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინტერფერენციული მიკროსკოპია – (ლათ. interferentio – ზედდება, დაშრევება) ციტოლოგიური ანალიზის მეთოდი, რომელიც ხორციელდება ინტერფერენციული მიკროსკოპის მეშვეობით. ასეთი ტიპის მიკროსკოპებში ობიექტზე დაცემული სინათლის კონები ორმაგ­დება, ამასთან, ერთი კონა გადის ობიექტში, მეორე კი – განზე. სინათლის კონების შემდგომი შეერთების დროს მათი ინტერფერენციის შედეგად წარმოიქმნება უჯრედის გამოსახულება, რომელიც რამდენადმე განსხ­ვავდება ჩვეულებრივი, უშრეო სინათლის კონით მისი განათების დროს წარმოქმნილი გამოსახულებისაგან. ერთი კონის ფაზების ძვრით მეორის მიმართ შეიძლება ვიმსჯელოთ გამოსაკვლევ ობიექტში ამა თუ იმ ნივ­თიერების კონცენტრაციაზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook