ინფექციური ანგინები

ინფექციური ანგინები

ინფექციური ანგინები – მწვავე ზოგადი ინფექციური დაავადება ხახის ლიმფადენოიდური ქსოვილების მიდამოში ადგილობრივი ანთებითი პროცესების უპირატესი გამოხატულებით.

უხშირესად ზიანდება სასის ნუშურა ჯირკვლები, გაცილებით იშვიათად გვხდება ცხვირ-ხახისა და ენის ნუშურა ჯირკვლების ანგინა. უხშირესად ანგინის გამომწვევია სტრეპტოკოკი. დაავადება შეიძლება განპირობებული იყოს გამომწვევის გარედან ჩანერგვით ან შეიძლება იყოს მიკრობების აქტივიზაციის შედეგი, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში, კარიესულ კბილებზე, პარანაზალურ სინუსებში.

ანგინის განვითარებაში, ასევე მის შემდგომ მიმდინარეობაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. ასე მაგალითად, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გადაცივება და სხვა არაკეთილსაიმედო ფაქტორები, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმის დასუსტებამდე.

ანგინა უხშირესად ვლინდება ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე. განასხვავებენ კატარულ, ლაკუნურ და ფოლიკულურ ანგინებს. ანგინამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება გულის, სახსრების, თირკმლების მხრიდან (ანთებითი დაავადებები, რევმატიული დაზიანება).

ადგილობრივი გართულება – ნუშურა ჯირკვლისახლო აბსცესი. ანგინა აღინიშნება რიგი ინფექციური (წითელა, ქუნთრუშა, გრიპი, დიფტერია) და სისხლის დაავადებების დროს.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

 

Share this...Share on Facebook
Facebook