ინფექციური სპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინფექციური სპეციფიკური პოლიართრიტი – აღინიშნება ტუბერკულოზის, დიზენტერიის, ბრუცელოზის, გონორეის, იშვიათად სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ართრიტის გამოვლინებები ვითარდება ძირითადი დაავადების გამოხატული სიმპტომატიკის არსებობის ფონზე. სპეციფიკური ტუბერკულოზური ართრიტი უფრო ხშირად ვლინდება მენჯ – ბარძაყის სახსარში და ხერხემალში სითხის ჩადგომის განვითარებისადმი მიდრეკილებით. გონორეისათვის დამახასიათებელია მონოართრიტი მუხლის, იდაყვის სახრის დაზიანებით და პროცესში ხრტილების, ძვლებისა და იოგების ჩართვით. დიაგნოზის დასმა ხდება სასახსრე სითხეში გონოკოკების აღმოჩენის საფუძველზე, აგრეთვე ბორდე – ჟანგუს დადებითი რეაქციის დროს. დიზენტერიის დროს, ჩვეულებრივ, პოლიართრიტი ვითარდება უკვე დიარეის შეწყვეტის შემდეგ, უფრო ხშირად მუხლის სახსრებში. მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად და მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით. ბრუცელოზური ართრიტი წარმოადგენს ძირითადი დაავადების მნიშვნელოვან გამოვლინებას; სიფილისის დროს სახსრების დაზიანება შესაძლებელია განვითარდეს როგორც მეორადად, ასევე მოგვიანებით პერიოდში სინოვიური გარსის გუმოზური ინფილტრაციით. დამახასიათებელია მუხლის, იდაყვის, იშვიათად სხვა სახსრებში მკვეთრი ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ღამის პერიოდში. სინოვიურ გარსში ვასერმანის რეაქცია დადებითია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..