ინფლაცია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ინფლაცია – მიმოქცევის სფეროს ფულადი ნიშნებით გადავსება და როგორც შედეგი, ფულის გაუფასურება, რაც გამოიხატება, პირველ რიგში, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდაში. მისი წარმოშობის მიზეზი კომპლექსურია, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფიციტი, რომლის დასაფარავად უშვებენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს ან ქაღალდის ფულს; სახელმწიფოს არასამეწარმეო ხარჯების მაღალი დონე (განსაკუთრებით სამხედრო ხარჯი), რომელიც იწვევს ადამიანის შრომის ისეთ ხარჯს, რომელსაც არ მოსდევს სამომხმარებლო დოვლათის გამოშვების ზრდა, სასაქონლო დეფიციტი, რასაც მივყავართ მოთხოვნის მოწყვეტას წინადადებისაგან და ამის ბაზაზე, – ფასების ზრდამდე; რიგი მწარმოებლების მონოპოლიური მდგომარეობა, რაც მათ აძლევს ფასების მომატების საშუალებას; და სხვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook